Google+

რელიზები

08.09.2010
საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავში ქართულ-იტალიური ტყავეულის საწარმო დაათვალიერა

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავში ქართულ-იტალიური ტყავეულის საწარმო დაათვალიერა, რომელიც წელიწადნახევრის წინ გაიხსნა და დღეს სრული დატვირთვით დაიწყო მუშაობა. მიხეილ სააკაშვილი  ქარხნის ხელმძღვანელობას და მუშებს გაესაუბრა და საწარმოში მიმდინარე პროცესს გაეცნო. მისი თქმით,  ქართულ-იტალიურ საწარმოში საკმაოდ მაღალი ხელფასებია, რომლითაც ოჯახის შენახვა თავისუფლად შეიძლება."ტექნოლოგის ხელფასი არის 1500 ლარი, უნდა გაიგონ ახალგაზრდებმა, რომ ისეთი პროფესია აირჩიონ, რომელსაც გამოიყენებენ და სამსახურს ადვილად იშოვნიან. ადრე გვყავდა ამ საქმის მცოდნე ხალხი, თუმცა დღეს სხვა პროფესიის ადმიანები უფრო მეტნი არიან. ამ საწარმოში არის ადგილები და არ გვყავს კადრები. ასეთ ხელფასზე ადამიანი ოჯახს შეინახავს."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)