რელიზები
01.08.2010
მიხეილ სააკაშვილი აჭარის მაღალმთიანეთში სახალხო დღესასწაულს დაესწრო
აჭარის მაღალმთიანეთში სახალხო დღესასწაული შუამთობა ბეშუმში წელს განსაკუთრებულ ხალხმრავლობაში აღინიშნა. ტრადიციული გართობა იალაღებზე მყოფი მწყემსებისთვის უკვე დიდ სანახაობად და კულტურულ ზეიმად იქცა. წელს სადღესასწაულო მილოცვები ბეშუმელებმა პირადად პრეზიდენტისგან მიიღეს.მაღალმთიან აჭარაში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიხეილ სააკაშვილი საგანგებოდ ჩაფრინდა.
"ნამდვიალად მიხარია, რომ თქვენ არ გაგნელებიათ სითბო და სიყვარული ჩემს მიმართ.მე თქვენ სულ უფრო მეტად მიყვარხართ.სულ უფრო მეტად მინდა თქვენთან ერთად ყოფნა.
გილოცავთ დღევანდელ დღეს.ყველაზე შორეულ სოფელშიც კი, ჩვენ მივალთ კარგი გზით. ყოველ წელს აჭარაში ტურისტების რაოდენობა ორმაგდება. არ დარჩება არცერთი სოფელი არცერთი შეუსრულებელი დაპირებით. ეს ხელისუფლება თქვენ გეკუთვნით და ეს ყველაფერი თქვენთვის კეთდება."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
აჭარელ გლეხებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ტურისტებთან ერთად დღესასაწაულს წელს აჭარში სტუმრად მყოფი ევროპელი დიჯეი, მაია ქეიც დაესწრო.