Google+

რელიზები

09.05.2010
მიხეილ სააკაშვილი კოსტა რიკის პრეზიდენტის ლაურა ჩინჩილია მირანდას ინაუგურაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კოსტა-რიკაში, სან-ხოსეში კოსტა რიკის პრეზიდენტის ლაურა ჩინჩილია მირანდას ინაუგურაციას დაესწრო.

მიხეილ სააკაშვილი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების პრეზიდენტების გარდა, ვინც ინაუგურაციაზე იყო მიწვეული.

საქართველოს პრეზიდენტი კოსტა რიკის ახალ პრეზიდენტთან, ჰონდურასისა და გვატემალას პრეზიდენტებთან და სხვა სახელმწიფო მეთაურებთან საქმიან ვახშამზე იყო მიწვეული. შეხვედრებისას პრეზიდენტებს შორის საუბარი ესპანურ ენაზე მიმდინარეობდა.

გვატემალას პრეზიდენტი ახლახან იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც მას სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება სთხოვეს.

ქართული დელეგაცია ასევე იმყოფებოდა სამხრეთ ამერიკის რეგიონში დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით. ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საელჩოები ბრაზილიასა და მექსიკაში გაიხსნება.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)