რელიზები
08.04.2010
მიხეილ სააკაშვილმა სხვადასხვა პროფესიის წარმატებული მოღვაწეები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სხვადასხვა პროფესიის წარმატებული მოღვაწეები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. ორდენი 16 ცნობილ პიროვნებას გადაეცა, მათ შორისაა ექიმი ფრიდონ თოდუა, კონსერვატორიის რექტორი მანანა დოიჯაშვილი.
პრეზიდენტმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა მწერალ გურამ დოჩანაშვილსაც. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, გურამ დოჩანაშვილმა ყველა თაობას შეაყვარა ლიტერატურა.
ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა ასევე პედაგოგი ლამარა მარგველაშვილი, დიპლომატი ეკატერინე მიქაძე და არქიტექტორი მიქელე დელუჩი, რომელმაც საქართველოში პრეზიდენტის სასახლის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობის და ევროპის მოედანზე აშენებული ახალი ხიდის პროექტი შექმნა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური