Google+

რელიზები

08.04.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა

"ფილიპინებში დაკავებული ქართველი მეზღვაური გიორგი შავიშვილი თავისუაფალია, ის უკვე სამშობლოშია და, ალბათ, ამ განცხადების ეთერში გასვლის დროს, უკვე ბათუმში - საკუთარ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად იქნება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ ამ სიხარულს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იზიარებს.

მანანა მანჯგალაძემ აღნიშ§ა, რომ მანილაში მეზღვაურების საქმესთან დაკავშირებით საგარეო უწყება აქტიურად ჩაერთო და მუშაობდა სწორედ პრეზიდენტის უშუალო დავალებით.

გიორგი შავიშვილი იმ 13 ქართველი მეზღვაურიდან ერთ-ერთია, რომელიც ფილიპინებზე ამ დრომდე რჩებოდა. 12 მეზღვაურს დაახლოებით 10 დღის წინ საქართველოს ხელისუფლების აქტიური ჩარევის შემდეგ ჯერ მძიმე ბრალდებები მოუხსნეს, შემდეგ კი უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გიორგი შავიშვილი მანილაში სწორედ გამომგზავრების წინ, თვითმფრინავის ტრაპიდან მიაბრუნეს, იგი არასწორად იყო იდენტიფიცირებული გემის კაპიტნად. გაირკვა და დადგინდა მისი სტატუსი.

"ასე რომ, თითქმის ცხრათვიანი უკანონო პატიმრობა დასრულდა, რასაც საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და იგი ყველა მეზღვაურთან და მათი ოჯხების წევრებთან ერთად იზიარებს ამ დიდ სიხარულს.

რაც შეეხება ყირგიზეთს, საქართველოს ხელისუფლება დიდი შეშფოთებით უყურებს ბიშკეკში განვითრებულ მოვლენებს.

"საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მხოლოდ ყირგიზი ხალხის გადასაწყვეტია ვინ უნდა იყოს ყირგიზეთის მთავრობაში. სრულიად აშკარაა და უარყოფის მოუხედავად, ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთი უხეშად ერევა ყირგიზეთის შიდა საქმეებში და ცდილობს ითამაშოს გეოპოლიტიკური თამაშები ყირგიზი ხალიხის ხარჯზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის, იმ ადამინებს, ვინც დედაქალაქს აკონტროლებს არ გამოაყენებინონ გარე ძალებს თავი ხალხისა და ქვეყნის ფუძემდებლური ინტერესების საწინააღმდეგოდ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)