Google+

რელიზები

07.04.2010
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილისა და აშშ-ს პრეზიდენტს ბარაქ ობამას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სამშაბათს, 6 აპრილს თბილისის დროით საღამოს 8 საათზე, შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილისა და აშშ-ს პრეზიდენტს ბარაქ ობამას შორის. პრეზიდენტებმა განიხილეს მომავალი ბირთვული უსაფრთხოების სამიტის თემატიკა, საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა, აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიულ თანამშრომლობა, რეგიონალურ უსაფრთხოების საკითხები და საქართველოში მიმდინარე რეფორმები.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ობამას ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე მიწვევისათვის. ორივე პრეზიდენტი იზიარებს მოსაზრებას, რომ უსაფრთხო მსოფლიოსათვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა და მტკიცე ძალისხმევა ატომური იარაღის გავრცელების წინააღმდეგ.

პრეზიდენტმა ობამამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სააკაშვილს საქართველოს მონაწილეობისათვის ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს კონტრიბუციის მნიშვენლობას კოალიციის წარმატებისა და ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საქმეში.

პრეზიდენტებმა განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიოტრიული მთლიანობისადმი.

პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და მომავალი ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზე.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ობამას ამერიკის წვლილისთვის საქართველოში ქმედითი ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობის საქმეში.

ორივე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სტაბილური და დემოკრატიული საქართველო გასაღებია რეგიონალური მშვიდობის, თანამშრომლობისა და წინსვლისათვის.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)