Google+

რელიზები

05.04.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კრწანისის სასწავლო ცენტრი მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრწანისის სასწავლო ცენტრს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ერთად ესტუმრა და საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამის ფარგლებში კურსანტების მზადყოფნა შეამოწმა.პრეზიდენტმა სამხედროების საძინებელი ყაზარმები,სასადილო და საწვრთნელი პოლიგონი მოინახულა. მიხეილ სააკაშვილი ქართული არმიის მომზადებით,სამუშაო და საცხოვრებელი პირობებით კმაყოფილი დარჩა.პრეზიდენტმა ტრადიციას არ უღალატა და ჯარისკაცებთან ერთად ისადილა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სახელმწფო თითოეული სამხედრო მოსამსახურის უფლებებს დაიცავს.

"თავდაცვის სამინისტროში მოხდა სრული მოდერნიზაცია. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ჯარში კარგი მოვლის პირობებში, მათი შვილი ბოლომდე იქნება დაცული, ჩვენ კი - ამ ჯარის მიერ უნდა ვიყოთ დაცული"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)