Google+

რელიზები

05.04.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მარნეულის რაიონში დიზელის საწვავის დარიგების პროცესს თავად დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯოში,მთავრობის მიერ გამოყოფილი დიზელის საწვავის დარიგების პროცესს თავად დაესწრო. მთავრობის საჩუქარი სოფელში 2110-მა ოჯახმა გადაინაწილა. ანალოგიური პროცესი ნახიდურისა და ქვემო ბოლნისის სოფლებშიც გაგრძელდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საწვავის რაოდენობა ამ დროისათვის ცოტაა, თუმცა მოსახლეობას დაპირდა, რომ უახლოეს მომავლში გაიზრდება. "პირველი ფული, რაც სახელმწიფოს გაუჩნდა, ამით დიზელი დავარიგეთ, სხვა დახმარებასაც აუცილებლად აღმოგიჩენთ."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა ბოლნისში ახლადაშენებული საჭიდაო დარბაზი მოინახულა და აღნიშნა, რომ "საქართველომ ბევრი ასანიძე უნდ გაზარდოს,რომ მტრები ბეჭებზე დავცეთ".


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)