Google+

რელიზები

09.04.2005
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ზაფხულში ახალგაზრდულ-პატრიოტული ბანაკები გაიხსნება

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, წელს ზაფხულში ახალგაზრდულ-პატრიოტული დასასვენებელი ხუთი ბანაკი გაიხსნება. ეს ბანაკები 16-20 წლის 15 ათას მოზარდზეა გათვლილი. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ თანამედროვე სტილის დასასვენებელ ადგილებში დისკოთეკებითა და სპორტული კომლექსებით ისარგებლონ და ჯანმრთელობის გაკაჟებასაც შეუწყონ ხელი. მოზარდები კეთილმოწყობილ კარვებში იცხოვრებენ და მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტებით იქნებიან უზრუნველყოფილი. ბანაკების ტერიტორიაზე საშხაპეებსაც მოაწყობენ.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უკრაინელ კოლეგებთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც, აქ 100 უკრაინელ მოზარდსაც ექნება დასვენების საშუალება. 100 ქართველი ახალგაზრდა კი, უკრაინაში გაემგზავრება და არდადეგებს "არტეკის" ცნობილ ბანაკში გაატარებს.

აღნიშნული ბანაკები საქართველოს ცნობილ კურორტებზე - ლებარდეში, ბაზალეთის ტბის ტერიტორიაზე, ლაგოდეხის ნაკრძალში, საირმესა და ცემში განთავსდება. მათი მოწყობა სახელმწიფოს მილიონ 900 ათასი ლარი დაუჯდება, თუმცა მოზარდები იქ უფასოდ დაისვენებენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)