Google+

რელიზები

09.04.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ანტანას ვალიონისს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანტანას ვალიონისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ლიტვა და საქართველო თანამშრომლობის სრულიად ახალ ეტაპზე გადადიან. მიხეილ სააკაშვილმა ლიტვაში მისი პირველი ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ თანამშრომლობას საფუძველი სწორედ ლიტვის პრეზიდენტთან ვალდას ადამკუსთან შეხვედრისას ჩაეყარა. "ჩვენ მაშინ უკრაინის მოვლენების პროგნოზი გავაკეთეთ... შემდეგ კი, უკვე უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ და მე განვაცხადეთ, რომ საქართველოს, უკრაინას, ბალტიისა და აგრეთვე იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან, ახალი ტიპის თანამშრომლობა ყალიბდება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად დიდ დახმარებას ბალტიის ქვეყნები, განსაკუთრებით კი, ლიტვა გაუწევს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)