რელიზები
02.05.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საკრებულოდან ქართველ ერს საქართველოში პერზიდენტ ბუშის ვიზიტთან დაკავშირებით მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 3 მაისს საღამოს 7 საათზე პრეზიდენტ ბუშის ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობას თბილისის საკრებულოდან მიმართავს. პრეზიდენტ ბუში საქართველოს 2005 წლის 9-10 მაისს ეწვევა. მიხეილ სააკაშვილი საკრებულოს დარბაზში ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ჩამოსვლა, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ მხარდაჭერის ნათელი გამოხატულებაა.
პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით ღია შეხვედრაზე რეგიონებიდან საგანგებოდ ჩამოსულ სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხებს.
ღონისძიება ქართული ტელეკომპანიებისა და საერთაშორისო მედია-ორგანიზაციების მიერ პირდაპირი ეთერით თანამგზავრის საშუალებით გადაიცემა, რის უზრუნველყოფას მასპინძელ ტელეკომპანიათა გაერთანება მოახდენს. სინქრონული თარგმანიც უზრუნველყოფილი იქნება.
დამატებითი ინფორნაცია სატელიტური მაუწყებლობის შესახებ
ტრანსლაცია კოდირების გარეშე უფასო დაუნლინკით.
სამშაბათი 3 მაისი 2005: 19:00 - 20:00
თანამგზავრის კოორდინატები
თანამგზავრი - EURASIASAT-1 42 degrees EAST
პარამეტრები იხილეთ: www.eurasiasat.com
TRANSPONDER - S 1
UPLINK - HORIZONTAL 13991.5
DOWNLINK FREQ - VERTICAL 12744.5
SYM RATE - 6666
FEC - 3/4
TP Channel - 34
AUDIO SUBCARRIER
Channel 1 - Original/International (Georgian)
Channel 2 - Original/International (Georgian)
Channel 3 - English
Channel 4 - English
საპრეზიდენტო შტაბის მედია-ცენტრი