Google+

რელიზები

07.09.2005
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა გელა ჩარკვიანმა ირაკლი კაკაბაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა გელა ჩარკვიანმა ტელეკომპანია "202"-ის დროებითი წამყვანის ირაკლი კაკაბაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკავშილმა ამ საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა მინისტრს უკვე დაავალა. პრეზიდენტის პრესსპიკერმა აბსურდული უწოდა იმ მოსაზრებას, თითქოს კაკაბაძეზე თავდასხმა ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული.

გელა ჩარკვიანის თქმით, პრეზიდენტი თავად არის დაინტერესებული აღნიშნული ფაქტის გამოძიებით და საზოგადოება დამნაშავეს უახლოეს მომავალში იხილავს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)