Google+

რელიზები

07.02.2007
თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და თურქეთის პრემიერ მინისტრთან ერთად დაესწრო

თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი დაესწრნენ.

სამი ქვეყნის ლიდერმა აეროპორტის ახალი კონსტრუქცია დაათავლიერა.

აეროპორტის პრეზენტაციაზე სამივე ქვეყნის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა.

მიხეილ სააკაშვილმა 90-იანი წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში, როცა ის თვითმფრინავით საქართველოში მოფრინავდა, დარწმუნებულები არ იყო იმაში, რომ თბილისის თავზე მოფრინავდა, ვინაიდან მაშინ მთელი ქალაქი ჩაბნებლებული იყო, თუმცა დღეს ჩვენს ქვეყანას ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო და თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ეაროპორტი აქვს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამდენი ნგრევისა და უბედურების შემდეგ, საქართველოში მეორეხარისხოვნად არაფერი არ უნდა გაკეთდეს.

„ჩვენი ავტობანები, სკოლები, საავადმყოფოები და სასტუმროები ევროპაში ყველაზე თანამედროვე იქნება. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. მხოლოდ ბრიყვს შეუძლია ადვილად დაიჯეროს, რომ ქყეყანა ასე მალე შენდება, თუმცა ჩვენ ორ წელიწადში ქვეყნის დიდი ნაწილი ავაშენეთ. წელს, ყველა რაიონულ ცენტრში თანამედროვე გზით მივალთ, ყველა ქალაქი განათდება. მომავალ წელს საავადმყოფოების უმეტესობა აშენებული იქნება. წელს ყველა ძირითად რაიონულ ცენტრში თითქმის ყველა სკოლა შეკეთდება. წელს კიდევ ბევრი წარმოუდგენელი რამ განხორციელდება" -აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველომ ბოლო სამი წელია შობადობის მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, რაშიც წვლილი თავადაც შეიტანა. მიხეილ სააკაშვილმა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს სამშობლოში დაბრუნება ურჩია, მისი თქმით, საქართველოს ყველა სფეროს წარმომადგენელი სჭირდება, ვინაიდან იგი შენების პროცესშია.

„შარშან საქართველოში რამდენიმე ათეულ ათასზე მეტი ქართველი დაბრუნდა. მინდა მათ ვუთხრა, დაბრუნდით საქართველოში, ჩვენ ყველა სფეროს წარმომადგენლები გვჭირდება. საუკეთესო ნიჭიერი კადრები გვყავს, მაგრამ გაცილებით მეტი გვჭირდება. ჩვენთან ათეულობით გადამამუშავებელი საამქრო იხსნება, ჩვენ კი სპეციალისტები არ გვყვას. ასეთი სპეციალისტები მსოფლიოში არიან გაბნეულები. საქართველოში წარმატების პროცესი დაწყებულია და ეს პროცესი თქვენ უნდა დაასრულოთ. ეს აეროპორტი ყველას შეგეგებებათ და აქ ჩამოსვლისას ნურავის გაუკვირდება, რომ ეს თბილისია. ეს საქართველოა, თბილისია, ჩვენი ქვეყანაა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით და მისი მომავალით" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)