Google+

რელიზები

09.11.2007
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ეკატერინა შარაშიძემ პრესკონფერენცია გამართა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე, დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ეკატერინა შარაშიძემ პრესკონფერენცია გამართა. მასმედიის წარმომადგენლებს მან განუმარტა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები მიიღო, თბილისში სტაბილური ვითარება აღდგა და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. მისი განცხადებით, ამის მიღწევა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან (2007 წლის 7 ნოემბერი) რამდენიმე დღის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ეკატერინა შარაშიძემ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლის თაობაზე გაამახვილა ყურადღება.

"როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება ბევრად უფრო მალეა მოსალოდნელი, ვიდრე პარლამენტის მიერ დამტკიცებულ 15 დღის ვადაში", - თქვა მან და დასძინა - "რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დილიდან აღდგა. პოლიციის საგანგებო დანიშნულების ქვედანაყოფები კი, ისევე როგორც ყველა სხვა ერთეული ამ დროისათვის დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდა".

ადმინისტრაციის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს აქვთ შეუზღუდავი შესაძლებლობა მიმართონ საზოგადოებას და საკუთარი აზრი გამოხატონ დამოუკიდებელი ბეჭდვითი მედიის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიოს საშუალებით.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)