Google+

რელიზები

10.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე საგურამოში ილია ჭავჭავაძის განახლებულ სახლ-მუზეუმს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე საგურამოში, ილია ჭავჭავაძის განახლებულ სახლ-მუზეუმს ეწვია.

„მიხარია, რომ ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელს სახლ-მუზეუმი ისე განახლდა, როგორც ამას ილიას სახელი და ხსოვნა იმსახურებს. ნებისმიერ სტუმარს აქ მოწესრიგებული და სასიამოვნო გარემო დახვდება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა ილიას როლზე და მის მიერ დაწყებული საქმის დღევანდელ აქტუალობაზე. „ვფიქრობ, ილია ჭავჭავაძის ფონდის ჩამოყალიბება ძალიან დროული იქნება. ის მოემსახურება იმ საქმეს, რომელსაც ილია უძღვებოდა და მიმართული იქნება იმისკენ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ილიას საქმეს აგრძელებენ წახალისებულნი იყვნენ ფონდის მიერ".

ნინო ბურჯანაძე სახლ-მუზეუმის ეზოში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათთვის აქტუალურ თემებზე ესაუბრა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)