Google+

რელიზები

10.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე მცხეთის მეორე საჯარო სკოლას ეწვია

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე მცხეთის მეორე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც მოსწავლეებს, მშობლებს და მათ პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრაზე სკოლაში არსებული რთული პირობებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

„ჩვენ ბავშვებს შევპირდით, რომ დამდეგ წელს სკოლას გავურემონტებთ და ამ პროცესს მე პირადად მივადევნებ თვალყურს. მცხეთაში არის ერთი კარგად გარემონტებული სკოლა, თუმცა, ჩვენ იმ სკოლაში მოვედით, რომელიც უნდა გაკეთდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაკეთდა, არანაკლები გვაქვს გასაკეთებელი. უახლოეს მომავალში მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ, რომელი სკოლაც გასარემონტებელია, გავარემონტოთ, რაც ასაშენებელია - ავაშენოთ და გავაგრძელოთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი. უმთავრესია ეს პროცესი თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახოს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)