Google+

რელიზები

11.12.2007
საქართველოს მთავრობა და ცენტრალური საარჩევნო კომისია ძალისხმევას არ იშურებს რათა 2008 წლის 5 იანვარს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართოს.

მოქალაქეთა უფლება აირჩიონ საკუთარი ლიდერი არჩევნების გზით, ქართული დემოკრატიის ქვაკუთხედია. საქართველოს მთავრობა და ცენტრალური საარჩევნო კომისია ძალისხმევას არ იშურებს რათა 2008 წლის 5 იანვარს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართოს. მთავრობამ არჩევნებზე მოიწვია 700-სზე მეტი საერთაშორისო მეთვალყურე; გამოქვეყნდა ამომრჩეველთა სიები, რათა მოქალაქეებმა წინასწარ შეამოწმონ არიან თუ არა რეგისტრირებული; ოპოზიციასთან მოლაპარაკებისას ამჟამინდელი ხელისუფლება არაერთ კომპრომისზე წავიდა, რათა ყველა კანდიდატისთვის ერთნაირი პირობები უზრუნველეყო.

საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ არჩევნებს და ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ 5 იანვარს აღსრულდეს ქართველი ხალხის დემოკრატიული ნება. აქედან გამომდინარე, მთავრობა შეშფოთებულია ზოგიერთი კანდიდატის ბოლო განცხადებების გამო, რადგან ისინი არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ეჭვქვეშ აყენებენ მის სამართლიანობას. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მეთვალყურეთა მისია ასევე "მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს შეწყვიტონ ამ არჩევნების ლეგიტიმურიბის და მისი შედეგების წინასწარ ეჭვქვეშ დაყენება და ამის ნაცვლად, ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად იმუშაონ".

თუ გნებავთ იხილოთ საპრეზიდენტო კანდიდატების განცხადებები, რომლებიც წინასწარ აყენებენ ეჭვქვეშ არჩევნების სამართლიანობას, ისარგებლეთ ამ ბმულით:

საპრეზიდენტო კანდიდატების განცხადებები, რომლებიც წინასწარ აყენებენ ეჭვქვეშ არჩევნების სამართლიანობას


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)