Google+

რელიზები

13.12.2007
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ესტონეთის, ლიტვის და ლატვიის პრეზიდენტებს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე გუშინ და დღეს ტელეფონით ესტონეთის პრეზიდენტს, ტომას ჰენდრიკ ილვესს; ლატვიის პრეზიდენტს, ვალდის ზატლერს; ლიტვის პრეზიდენტს, ვალდას ადამკუსს ესაუბრა.

საუბრების ძირითადი თემა საქართველოში არსებული ვითარება, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების მნიშვნელობა იყო.

ევროპის ქვეყნების ლიდერებთან საუბრისას ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ იგი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების სრული შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ნინო ბურჯანაძის თქმით, არჩევნების პროცესის მონიტორინგის და ობიექტური შეფასების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ და პირადად მან საერთაშორისო ორგანიზაციების და ეროვნული პარლამენტების დამკვირვებელთა ყველაზე ფართო სპექტრი მოიწვია.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან საუბრისას ევროპელმა მეგობრებმა საქართველოს მიმართ სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატეს და მზადყოფნა გამოთქვეს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის პროცესში მათი სახელმწიფოების წარმომადგენელთა აქტიური ჩართვისთვის.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)