Google+

რელიზები

16.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში არსებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობებისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართვის შესახებ იმსჯელეს დღეს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე საქართველოში 2008 წლის 5 იანვარს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ნინო ბურჯანაძემ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ მათ მოახდინონ საარჩევნო სიების გადამოწმება, რომლებიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშია წარმოდგენილი, რათა საქართველოს მოქალაქეების ხმა არ იყოს დაკარგული და ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ხვალინდელი დღისა და პოლიტიკური კურსის განსაზღვრაში. ამავდროულად, ნინო ბურჯანაძემ მათ მოუწოდა, რაიმე სახის დარღვევის შემთხვევაში, მისი ინიციატივით შექმნილ უწყებათაშორის სამთავრობო ჯგუფს მიმართონ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვენლობას იძენს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. ასევე, კონფლიქტურ ზონებში შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ინფორმაცია მიაწოდეს იმ საკითხთა შესახებ, რომელიც პირველ რიგშია მოსაგვარებელი. ასევე, აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა, რასაც რეალური დადებითი შედეგი მოჰყვა. საქართველოდან წასული არაერთი ეთნიკურად არაქართველი დაბრუნდა საქართვლოში და თავინთი ბიზნესისა და სხვა საქმიანობის წარმართვა და განვითარება ისევ აქ დაიწყეს; დაიწყო ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობების ენაზე სახელმძღვანელოების გამოცემა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსთვის მიუღებელია და დაიგმობა ეთნიკური შუღლის გაღვივებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოწოდება თუ განცხადება. ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებზე კი მსჯელობა მომავლშიც გაგრძელდება და შესაბამისად, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე განიხილება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)