Google+

რელიზები

17.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე მასმედიიის წარმომადგენლებს შეხვდა

2008 წლის 5 იანვარს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს დღეს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ და მასმედიის წარმომადგენლებმა.

„წინასაარჩევნო კამპანიისა და თავად არჩევნების პროცესის გამჭვირვალედ და დემოკრატიულად წარმართვისათვის, დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენად ობიექტური იქნება თქვენს მიერ გაჟღერებული ინფორმაცია", - მიმართა ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძემ.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა მასმედიის, საერთაშორისო დამკვირვებლების და არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლზე არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ გამართვისა და მისი გაშუქების საქმეში.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის ხელისუფლების მიერ შემუშავებულ მექნიზმებზე და ამ მიმართულებით გადაგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მისი ინიციატივით, დარღვევებისა და ხარვეზების პრევენციის მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მასმედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი სახის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)