Google+

რელიზები

19.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე აქციაზე - „ჩემი პირველი არჩევნები“

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ აქციას დაესწრო, რომელიც საქართველოში გასამრთ საპრეზიდენტო არჩევნებს მიეძღვნა. აქციაზე მიწვეულები იყვნენ ახალგაზრდები, რომლებსაც პირველად აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

„თქვენს ხმაზეა დამოკიდებული ხვალინდელი საქართველოს ბედი და თქვენ უნდა გაათვითცნობიეროთ პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. არჩევნებზე მოსული ყოველი ადამიანი კიდევ უფრო ამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ არჩევნები გაყალბდეს და არ იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი. სწორედ არჩევნებმა უნდა განსაზღვროს, თუ როგორი იქნება სახელმწიფოს ხვალინდელი დღე", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა წინასაარჩევნო კამპანიის დროს დემოკრატიული პრინციპების დაცვისა და დებატების კულტურის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, კრიტიკა დასაშვებია პოლიტიკური პროგრამების და არა კონკრეტული ადამიანების პიროვნული თვისებების მიმართ. ნინო ბურჯანაძე არჩევნების შემდგომი პერიოდის მნიშვნელობასაც შეეხო:

„დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებული არჩევნების შედეგებს ნებისმიერმა პოლიტიკურმა სპექტრმა პატივი უნდა სცეს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ პროცესში. ეს ჩვენ, პოლიტიკოსებმა და თქვენ, ამომრჩევლებმა ერთხელ და სამუდამოდ წესად უნდა დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ამ ქვეყნის სტაბილურობისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტი" , - აღნიშნა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ იმიტირებულ არჩევნებს ნინო ბურჯანაძესთან ერთად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ლევან თარხნიშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი დაესწრნენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)