რელიზები
02.03.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
ყველა გულისტკივილით აგვავსო სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალებამ. ქალბატონი სოფიკო გამორჩეულ ქართველ ხელოვანთა იმ რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვინც შორს გაუთქვა სახელი ქართულ თეატრსა და კინოს, ქართულ ხელოვნებას, სიცოცხლეშივე მოიპოვა მართლაც სახალხო აღიარება და საყოველთაო სიყვარული.
სოფიკო ჭიაურელი დააკლდება თავის დიდ ოჯახს, ჩვენს თეატრალურ და კინოსამყაროს, მთლიანად საქართველოს, თოთოეულ ადამიანს, ვისთვისაც მის მიერ შექმნილი უკვდავი სახეები სცენასა და კონოეკრანზე მთელი ეპოქა იყო. ეპოქა, რომელსაც უდიდესი სიყვარულითა და მოწიწებით ვემშვიდობებით
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური