Google+

რელიზები

10.03.2008
საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავში შინაგან საქმეთა სამინისტროს სააგენტო გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავს ესტუმრა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სააგენტოს მომსახურების ცენტრი გახსნა. სააგენტო მოქალაქეებს სხვადასხვა სახის მომსახურებას შესთავაზებს და მანქანისთვის საჭირო დოკუმენტაციის გარდა, მათ საშუალება ექნებათ იარაღის ტარების უფლება და ნასამართლეობის მოწმობა აიღონ. ახალი ცენტრის გახსნის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ესწრებოდა.

"ეს ის შემთხვევაა, როდესაც მთავრობა არის ხალხისთვის და არა იმისათვის, რომ ხალხი ემსახურებოდეს მას. ყველაფერი კეთდება, რათა დავიცვათ მოქალაქეთა უფლებები. მოწმობებისა და საბუთების ასაღებად, ხალხი აქეთ-იქით კი არ უნდა ვარბენინოთ და უსაშველო გადასახადები გადავახდევინოთ, არამედ ერთ ადგილზე მოვიყვანოთ, სადაც სიმპატიური თანამშრომლები სწრაფად და ღიმილით მოემსახურებიან მათ. ეს არის მათი სახელმწიფო და მათი მთავრობა, რომელმაც მათთვის კომფორტი და სათანადო პირობები უნდა შექმნას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ინიციატივით, მე-5 იზოლატორის შენობა დაინგრევა და მის ადგილას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცენტრი აშენდება. პრეზიდენტის თქმით, დემონტაჟი უახლოეს დღეებში დაიწყება, ხოლო ორთაჭალის ციხეში მყოფი პატიმრები ახლადაშენებულ საპყრობილეებში გადანაწილდებიან.

"ქვეყანას სჭირდება ციხეებიც, ცენტრებიც და სხვა სტრუქტურებიც, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს ცივილიზებული, თანამედროვე და ისეთი, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)