Google+

რელიზები

11.03.2008
მიხეილ სააკაშვილი მაჟორიტარების საარჩევნო წესთან დაკავშირებით ოპოზიციის საპროტესტო განცხადებებს გამოეხმაურა

დღეს მიხეილ სააკაშვილმა კახეთში ყოფნისას ოპოზიციის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პარლამენტში ყველა რეგიონს თავის წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს. საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიცია უპასუხისმგებლო და არასერიოზულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა და დიალოგისკენ მოუწოდა.

"ორი წლის წინ, როცა საქართველოში შემოვიდა სისტემა, რომლითაც გაუქმდა ყველა რაიონის დეპუტატის სტატუსი, ამას ხალხი კრიტიკულად შეხვდა. ჩვენ ძალიან ბევრი შენიშვნა მოგვცეს, პრატიკულად რაიონები ჩვენს პარლამენტში წარმომადგენლის გარეშედავტოვეთ. მთელი ამ ორი წლის განმავლობაში ოპოზიცია ჩვენ ამის გამო სამართლიანად გვაკრიტიკებდა. რა მოხდა ახლა ისეთი, რომ მათ პირიქით შეუბრუნდათ პოზიცია, ბოლომდე არ მესმის. თუ რომელიმე პარტია თვლის, რომ ერთი სისტემა მათ უკეთეს, ხოლო მეორე - უარეს პირობებში აყენებს, ეს საკმარისი მიზეზი არ არის, იმისთვის რომ ქვეყნის გადატრიალებისკენ და ვითარების არეულობისკენ მოუწოდო." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი შეფასებით, ასეთი დამოკიდებულება უპასუხისმგებლო და არასერიოზულია. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი მზადაა ითანამშრომლოს მომავალ მაჟორიტარ დეპუტატებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტა.

მიხეილ სააკაშვილი ასევე სთავაზობს ოპოზიციურ პარტიებს, რომ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და სადავო საკითხები ამ გზით გაარკვიონ, რადგან ეს გადაწყვეტილება უალტერნატივოა.

"ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ არა მხოლოდ მეგაფონებში, არამედ ერთმანეთთან საუბარი. დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ყველა საკითხი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე გადავწყვიტოთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დიალოგი ერთადერთი გზაა და ყველა პარტია საბოლოო ჯამში მიხვდება, რომ საერთო ენა უნდა გამოიძებნოს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)