Google+

რელიზები

09.05.2008
მიხეილ სააკაშვილმა ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორში 85 წლის ომის ვეტერან - ირაკლი ყანდარელის ოჯახს ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. ირაკლი ყანდარელი საქართველოს, ჩეხეთისა და სლოვაკეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი და აფხაზეთის საპატიო მოქალაქეა. 120 საბრძოლო მედლის მფლობელს დღეს მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი ჯილდო - ღირსების ორდენი გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას, ვეტერანმა სამამულო ომი, 9 მაისი და საბრძოლო ისტორიები გაიხსენა. ასევე აფხაზეთსა და კონფლიქტების მოგვარებაზეც დიდხანს ისაუბრეს.

„აფხაზებსა და ქართველებს გასაყოფი არაფერი არ აქვთ. ყველაზე წაგებულ მდგომარეობაში, ყველაფერში, რაც ხდება, არიან აფხაზები. თუ ვინმეს უნდა დიდი კავკასიური კონფლიქტის გაჩაღება, ყველაზე მეტად წაგებული იქნება ის ხალხი, ვინც არამრავალრიცხოვანია. ეს არის ის, რაც ყველაფრის ფასად თავიდან უნდა ავიცილოთ. მოვნახოთ საერთო ენა, საერთო გამოსავალი" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ომის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა თავდადებისათვის და გაფრთხილებასა და უკეთეს მომავალს დაპირდა. „მე მინდა ყველა ვეტერანს ბოდიში მოვუხადო იმისათვის, რომ სათანადოდ ვერ ვუვლით, მაგრამ მინდა დაგპირდეთ, რომ თვალის ჩინივით გაგიფხრთხილდებით. თქვენ ხართ განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ხალხი ჩვენთვის და ჩემთვის პირადად. თქვენ ხართ ჩვენი ოქროს ფონდი. დამოუკიდებელი საქართველო თქვენს ღვაწლს სათანადოდ დააფასებს. თქვენ მართლა ისტორიული წლილი მიგიძღვით ქართველი ხალხის სახის წარმოჩენასა და მსოფლიოში წესრიგის დამყარებაში." -განაცადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)