Google+

რელიზები

11.05.2008
საქართველოს პარეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალციხესა და ასპინძაში გაზსადენზე სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური დღეს ახალციხესა და ასპინძაში იმყოფებოდნენ, სადაც მაღალი წნევის გაზსადენზე სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს. რეგიონებში სამუშაოები სახელმწიფო პროგრამის - "გაზი ყველა სოფელში" ფარგლებში მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, რის შედეგადაც რეგიონში მოსახლოების გაზიფიცირების პროცესიც დასრულდება.

ასპინძაში პრეზიდენტმა გაზის რეგულირების სადგური გახსნა და პირველი ჩირაღდანი ბავშვებთან ერთად აანთო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გაზის მომარაგება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. „მთელ ახალციხეში წყალსადენი უნდა დავამთავროთ, გზები უნდა გავაკეთოთ, გაზი ყველა ოჯახამდე მივა" -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენ6ტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)