Google+

რელიზები

15.05.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა

ისრაელში მსოფლიოს პრეზიდენტების ფორუმზე გამგზავრების წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ,რუსეთის მხრიდან ეს არის ყველაზე აგრესიული მცდელობა შეცვალოს მსოფლიო წესრიგი.

"საქართველოში ახლა შეიარაღებული ინტერვენცია ხორციელდება. ეს არის ძალიან უხეში, თავხედური და უპრეცედენტო მცდელობა მსოფლიო წესრიგის გადახედვის, რომელიც კომუნიზმის დანგრევის შემდეგ ჩამოყალიბდა'', - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ახლა ძალიან დიდი კრიზისის პირობებშია, თუმცა ეს არა მხოლოდ საქართველოს კრიზისია, არამედ ეს ვითარება ევროპისთვის, აშშ-სთვის და თავად რუსეთისთვისაც პრობლემაა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ისრაელში ყოფნისას იგი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს შეხვდება და ამ საკითხებზე ესაუბრება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)