რელიზები
04.11.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კატარში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით კატარში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ყატარსა და საქართველოს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხთან დაკავშირებით ხელშეკრულებები გაფორმდა.
საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, ასევე, ბიზნსმენებთან და სხვადასხვა საინვესტიციო ჯგუფების წარმომადგენლებთან.
საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით ყატარის უძრავი ქონების უმსხვილესი სააგენტო ~დიარი ჯგუფი~ დაინტერესდა.
ყატარში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა და ქართულმა დელეგაციამ ბოლო შეხვედრა სწორედ აღნიშნული სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართეს.
შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა პრეზიდენტს ის პროექტები გააცნეს, რომელსაც ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებენ.
როგორც სააგენტოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, მათი ძირითადი ინტერესი საქართველოში უძრავი ქონების სფეროსა და საკურორტო ზონებს უკავშრდება. კონკრეტულ პროექტებზე კი საუბარი მას შემდეგ დაიწყება, რაც ინვესტორები საქართველოში არსებულ ვითარებასა და შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობიან.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური