რელიზები
10.11.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგარაში ”Hipp Georgia-ს” გახსნას დაესწრო
ქარელის რაიონის დაბა აგარაში ბავშვთა კვების პროდუქტების მწარმოებელმა მსოფლიოში უმსხვილესმა კომპანია ჰიპიმ ქარხანა გახსნა. ქარხნის პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო.
საწარმო დღეში სამასი ტონა ვაშლის გადამუშავებას ახორიცლებს და წარმოებული კონცენტრანტები საექსპორტოდ გერმანიაში გაიზავნება. ქარხანაში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.ქართულ ბაზარზე არსებული ვაშლის ნახევარს ეს ქარხანა შეისყიდის, რის შემდეგაც ვაშლის რეალიზაცია პრობლემა აღარ იქნება - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. "როდესაც ამ კომპანიის ხელმძღვანელი ჩამოვიდა თბილისში მე ის დავპატიჟე რესტორანში.ამ დროს მოგვადგნენ ჩვენი პატივცემული ოპოზიციონერები,ნამდვილი ოპოზიცია რეალურად ასე არ იქცევა,
და ჩვენი 50 წუთიანი საუბრის განმავლობაში 45 წუთი თავზე მეგაფონით დაგვყვიროდნენ. ეს კაცი ცოტა რომ ევროპელი ყოფილიყო არ აშენდებოდა არც ეს ქარხანა, ვერც ვაშლებს გაყიდდნენ. ზუსტად ეს უნდოდათ იმიტომ რომ თვითონ ძალიან კარგად არის მოწყობილი თბილისის ცენტრში. ფულიც აქვთ, ჯიპებითაც დადიან, კარგს ჭამენ და სვამენ და რაში აინტერესებთ გლეხი ქარელში, გორში,რაჭაში და ახალციხეში გაყიდის თუ არა თავის პროდუქტს. უნდა ითქვას, რომ ეს კაცი არ გაიქცა, უცებ მიხვდა რა ხდება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, ეს არის ზუსტად ის, რომ არის ხალხი საქართველოში, ვისაც უნდა, რომ ყველაფერი განვითარდეს, ხალხი დასაქმდეს და არის ხალხი, ვინც თვითონ იმდენად კარგად არის რომ უნდა ყველა დანარჩენი ცუდად იყოს და ამ შემთხევაში ნადვილად არ გამოუვიდათ, მაგრამ ვინ იცის რამდენი გაგვაქცევინეს ასე. ამას მე არასოდეს აღარ დავუშვებ. ეს ქარხანა არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ ზედმეტის საშუალება არ უნდა მივცეთ იმათ, ვისაც არაფერი კარგის გაკეთება საზოგადოებისთვის არ შეუძლია. ჰიპი არამარტო გაგვიქართველდა, არამედ ეს ქარხანა, რომელიც გაჩერებული იყო, მათ ჩამოიტანეს ყველაზე მაღალი ხარისხის ტექნოლოგია და აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქციას. აქ დასაქმებულია 200 ადამიანი, მაგრამ ეს რიცხვი გაიზრდება. ამით შეიქმნა სტანდარტი, რომ საქართველო აწარმოებს ორგანულ საკვებს. ჩვენ გვაქვს უნიკალური ხარისხის ხილი, მიწა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ არ დაგვემართოს იგივე რაც დაემართა რუმინეთს,ბულგარეთს.სადაც ყველაფერი გახდა ქიმიური. ამ საკვებს მოიხმარენ ჰონგკონგში, ავსტრალიაში, ამერიკაში, ევროპაში, ლათინურ ამერიკაში. ეს არის ძალიან დიდი წარმოება." -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური