Google+

რელიზები

04.12.2009
საქართველოს პრეზიდენტმა შავი ზღვის უნივერსიტეტის დამფუძნებელი მესუთ ბოზქირი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული დამსახურებისათვის შავი ზღვის უნივერსიტეტის დამფუძნებელი მესუთ ბოზქირი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

"ეს არის ერთდროულად ძალიან კარგი და ამავე დროს ნაღვლიანი დღე. იმიტომ, რომ ბატონი ბოზქირი ტოვებს საქართველოს და ბრუნდება თურქეთში.

თურქეთისა და საქართველოს ურთიერთობები გავიდა ახალ დონეზე, ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლა, ერთობლივი აეროპორტი, ვაშენებთ ერთობლივ რკინიგზას. მან თავის მეგობრებთან ერთად შექმნა ხიდი,რომელიც არასდროს არ ჩატყდება."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)