საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა
ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა. როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტმა ლარსის სასაზღვრი-გამშვები პუნქტის გახსნა დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ეს იქნება ერთადერთი ლეგალური კანონიერი სასაზღვრო პუნქტი ჩვენს ტერიტორიაზე და ამით რუსული მხარე, თუნდაც არაპირდაპირ, მაგრამ მაინც აღიარებს, რომ 2005 წელს დაწყებულმა სრული ემბარგის პოლიტიკამ არ გაამართლა. მანანა მანჯგალაძემ ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ამ პუნქტის გახსნით, რუსეთიც ხსნის საზღვარს. მისი განცხადებით, ეს ფაქტი იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი საქართველოს საზღვარს ჩვენი ტერიტორიის თუნდაც ამ მონაკვეთზე ცნობს.
"პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სჯობს გვქონდეს ლეგალური ურთიერთობა თუნდაც ამ ერთ მონაკვეთზე, გვქონდეს კონტროლირებადი აღირებული სახელმწიფო საზღვრი, რომელზეც ყველაფერი განხორციელდება ქართული კანონმდებლობით" - აღნიშნა მან.
რაც შეეხება რეგიონის უსფრთხოებას, მისი თქმით, ჩაკეტილი საზღვარი შეირაღებული ხალხითა და ბლოკ საგუშაგოებით გაცილებით უფრო დიდ საფრთხეს წარდმოადგენს, ვიდრე გახსნილი და ლეგალური საზღვარი:
"გადებული შლაგბაუმი უფრო ნაკლებად უზრუნველყოფდა რეგიონში უსაფრთხოებას, ვიდრე გახსნილი და დაცული საზღვარი სახელწიფო საზღვრის კონტროლის სრული საშუალებითა და ყველა სამართლებრივი ბერკეტით."
პრესსპიკერი მედიის საშულებით ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო, რის შესახებაც ადგილობრივი მოსახლეობაც საუბრობდა და ექსპერტებიც.
"ეს შეეხება იმ პრეტენზიას, რომელიც ვლადიკავკაზს და, თუ უფრო დავაზუსტებთ, მთლიანად რუსეთს, სტეფანწმინდისა და კობი-გუდაურის მიმართ აქვს. უნდა ითქვას, რომ კრემლს ასეთივე პრეტენზია აქვს მთელი საქართველოსა და მისი დედაქალაქის მიმართაც. ყველა ეს განცხადება არის ერთგვარი ფსიქოლოგიური ბრძოლა, რომელიც, უწინარესად, მოსახლეობაზე, ინვესტორებსა დაQქვეყნის განვითარებაზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად" - განაცხადა პრესსპიკერმა.
მანანა მანჯგალაძემ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის თაობაზეც ილაპარაკა და აღნიშნა:
"მოლაპარაკება შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით მიმდინარეობდა, რაც არ არის პირდაპირი მოლაპარაკება და არ ნიშნავს ურთიერთობის გაუმჯობესებას. ძნელია ილაპარაკო ურთიერთობაზე მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლება არ ცნობს საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას, საქართველოს სახელმწიფო საზღვარსა და სუვერენიტეტს; ცდილობს დააკანონოს 500 ათასი დევნილის ყოფა და ეთნიკური წმენდა."
რაც შეეხება ურთიერთობების აღდგენასა და დათბობას, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას მოახდენს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური