Google+

რელიზები

03.03.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგი გამართა. მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაღუპული და დაშავებული მაღაროელების გამო. "ამ მძიმე მომენტში პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს ოთხი დაღუპულის - მიზონ ონიანის, გიორგი ბრეგაძის, მურმან კუბლაშვილისა და ჯუმბერ ჯიშიაშვილის ოჯახს, მაღაროს კოლექტივსა და ტყიბულელებს. ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებით, დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება."-განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტის დავალებით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზები დეტალურად იქნება შესწავლილი.

"ტყიბულის მაღარო ბოლო რამდენიმე წელია ამუშავდა იმაზე მეტი დატვირთვით, ვიდრე ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს. ყველაფერი კეთდებოდა ახალი ტექნოლოგიების დასანერგად, მუდმივად მიმდინარეობდა გადაიარაღების პროცესი. სამომავლოდ კი, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ მსგავსი ინციდენტი თავიდან ავიცილოთ", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტის დავალებით ტყიბულში იმყოფება პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და მთავრობის წევრები, რომლებიც გაეცნობიან ვითარებას და უზრუნველყოფენ დაზარალებულთა ოჯახების დახმარებას.

"პრეზინდეტის გადაწყვტილებით, მომხდარიდან გამომდინერე მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვალინდელი დღე - 4 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდება" - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)