Google+

რელიზები

14.11.2012
მიხეილ სააკაშვილი ჰანეს სვობოდას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს ჰანეს სვობოდას შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები იყო. მხარეებმა ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს. 

ჰანეს სვობოდას განცხადებით, ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და დასახული მიზნების მისაღწევად საჭიროა ამ პროგრესის არა მარტო შენარჩუნება, არამედ გაგრძელებაც. შეხვედრის მსვლელობისას, ყურადღება ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ ცვლილებებზეც გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ დაწყებული რეფორმები არ უნდა შეჩერდეს. ჰანეს სვობოდას თქმით, დემოკრატიის თვალსაზრისით, საქართველო უკვე გახდა სამაგალითო ქვეყანა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)