Google+

რელიზები

30.11.2012
საქართველოს პრეზიდენტი  ერევანში ევროპის სახალხო პარტიის მიერ ინიცირებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის მეორე სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი  სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში ევროპის სახალხო პარტიის მიერ ინიცირებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის მეორე სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.   მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც ერევანში გაიმართება, აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში ევროინტეგრაციის პერსპექტივებს, დემოკრატიულ რეფორმებს, კანონის უზენაესობასა და უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა; ასევე იგეგმება ქვეყნის პირველი პირის შეხვედრები ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ვილფრედ მარტენსთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოთან.  

აღმოსავლეთ პარტიონორობის პირველი სამიტი 2012 წლის ივლისში ბათუმში გაიმართა. მეორე სამიტის მასპინძელ ქვეყნად სომხეთი ბათუმში გამართულ სამიტზე მიღებული დეკლარაციის საფუძველზე განისაზღვრა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)