Google+

რელიზები

26.11.2012
საქართველოს პრეზიდენტი კიევში საერთაშორისო ფორუმში იღებს მონაწილეობას

26-27 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი  „კიევ პოსტ“ -ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში იღებს მონაწილეობას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ფონდთან პარტნიორობით იმართება. 27 ნოემბერს დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა.

ფორუმზე მოწვეული არიან მსოფლიოს ის გავლენიანი პირები, რომლებიც კონფერენციის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და მათი მმართველობის დროს მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრებენ. ასევე დასახავენ ქვეყნის განვითარების სტრატეგიებს და განიხილავენ იმ პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმა საამისოდ არის აუცილებელი.

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა დონეზე და მონაწილეობას მიიღებს არსენია იაცენიუკის ფონდის „აღმოაჩინე უკრაინა“-ს დიპლომატიური კლუბის ინიციატივით გამართულ ღონისძიებაში. დისკუსიის თემაა - „რეგიონი გზაჯვარედინზე: ევროპული პერსპექტივა საქართველოსა და უკრაინისათვის". მიხეილ სააკაშვილისა და ფონდის დამფუძნებლის საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირთან ურთიერთობა იქნება.   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)