Google+

რელიზები

25.12.2012
საქართველოს პრეზიდენტმა სრულიად საქართველს კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრების იუბილე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს აღსაყდრების იუბილე პირადად მიულოცა. უწმინდესის ინტრონიზაციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილ წირვას, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა, მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან და თბილისის მერთან ერთად დაესწრო. ტაძარში შესვლისას ქვეყნის პირველ პირს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი თავად შეეგება და პრეზიდენტი დალოცა.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)