Google+

რელიზები

15.12.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ჯუდით გოფთი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

 

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა ჯუდით გოფთს მადლობა გადაუხადა დიპლომატიური მოღვაწეობის პერიოდში  გაწეული საქმიანობისთვის და საქართველოს და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის. პრეზიდენტის სასახლეში ქვეყნის პირველმა პირმა  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

ჯუდით გოფთი საქართველოში დიპლომატიური მისიით 2010 წლიდან იმყოფება. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)