Google+

რელიზები

15.12.2012
მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

შემძრა იმ საშინელმა ტრაგედიამ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუთაუნის სენდი-ჰუკის სკოლაში მოხდა. ამ საზარელ დანაშაულს ექვსი პედაგოგისა და 20 პატარას სიცოცხლე ემსხვერპლა. რთულია სიტყვები მოძებნო იმ ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა დაღუპულთა ოჯახის წევრები და ამერიკელი ხალხი განიცდის.


ქართველი ერის სახელით, გულწრფელად თანავუგრძნობ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, ამერიკელ ხალხს და შეერთებული შტატების მთავრობას. სრულიად საქართველო იზიარებს თქვენს ტკივილს და ლოცულობს მათთვის, ვინც ამ ტრაგედიის მსხვერპლი გახდა.


მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)