Google+

რელიზები

13.12.2012
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის სახალხო პარტიის სამიტს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ვილფრედ მარტენსის პირადი მოწვევით, ევროპის სახალხო პარტიის სამიტს დაესწრო. სამიტის მთავარი თემები ის საერთო ფასეულობები და მისწრაფებებია, რომლებიც ევროპელ ლიდერებს აერთიანებს.

სხდომის დასრულების შემდეგ, ვილფრედ მარტენსმა საქართველოს ახალ მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა პატივი სცეს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და შეინარჩუნოს ამ მხრივ მიღწეული პროგრესი. მან კიდევ ერთხელ შეაფასა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა.

„ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ საქართველოში შექმნილ საგანგაშო სიტუაციაზე. წინა მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესსაც მიაღწია. ამას გარდა, შესაძლებელი გახდა საპარლამენტო არჩევნების პროცესის სამართლიანად და სწორად წარმართვა. თუმცა ახალი მთავრობის ქმედება - დაპატიმრებები და მედიასაშუალებებზე ზემოქმედება - ევროპაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ახალ მთავრობას მოვუწოდებთ ხელი აიღოს მსგავს ქმედებებზე და პატივი სცეს დემოკრატიული სახელმწიფოს ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა მედიის თავისუფლება და ოპოზიციის უფლებები“, - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა.

სამიტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის წევრი და სხვა ევროპული სახელმწიფოს ლიდერებმა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ევროპული კომისიისა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლებმა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)