Google+

რელიზები

11.01.2013
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს  განცხადება გააკეთა. მან პრეზიდენტის ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც სამხედრო პენსიონერებს პენსია უნდა გაუორმაგდეთ და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრობისა და პოლიციელების ოჯახებს მუდმივი პენსია დაენიშნოთ.

„როგორც თქვენთვის არის ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტი ახალ 2013 წელს ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა, სადაც ის შუკვანის  ბაზაზე გამოვიდა ინიციატივით სამხედრო პესნიონერებისთვის პენსიის გაორმაგების თაობაზე და  სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრობისა და პოლიციელების ოჯახებისთვის მუდმივი პენსიის დანიშვნის შესახებ.

დღეს  ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს პოზიცია მოვისმინეთ. უნდა ითქვას, რომ კარგია, რომ შესაბამისი უწყება დაეთანხმა იმ ინიციატივას, რომლითაც საქართველოს  პრეზიდენტი გამოვიდა.

მინდა დავამატო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, უკვე მოამზადა  შესაბამისი კანონ-პროექტი  და აღნიშნულ  ინიციატივას    პრეზიდენტი აუხლოეს დღეებში გადაუგზავნის როგორც მთავრობას, ისე პრეზიდენტი გამოიყენებს თავის უფლებას და ამ ინიციატივით მიმართვას ასევე საკანონმდებლო ორგანოს. 

 აქვე  გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, ამ თემასთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციები გავმართოთ აღმასულებელ ხელისუფლებასთან“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

 

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)