Google+

რელიზები

10.01.2013
საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორი წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელო - ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორის თანამდებობაზე თენგიზ გუნავა წარადგინა. მიხეილ სააკაშვილმა ახალი გუბერნატორი სამეგრელოში, გუბერნიაში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი საკრებულოს წევრებსა და რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელებს პირადად წარუდგინა.

შეხვედრაზე მიხეილ საკაშვილმა თენგიზ გუნავას დამსახურებებზე ისაუბრა და აღნიშა, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის სამეგრელოში კრიმინალთან ბრძოლის საქმეში. ქვეყნის პირველი პირის თქმით, პრეზიდენტის რწმუნებულები რეგიონებში ის ადამიანები არიან, რომელთა საქმიანობის მთავარი მიზანია, რომ არ მოხდეს კრიმინალური, კორუმპირებული წარსულის დაბრუნება საქართველოში, როგორც ეს ახალი მთავრობის პირობებში ხდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ზუგდიდის ცენტრში ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც არჩევნებამდე დაიწყო მშნებელობები და ახლა შეჩერებულია. მისი თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სამეგრელოს განვითარება შეფერხებულია და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის მზადაა ყველა ტიპის თანამშრომლობისათვის, რომელიც ქვეყნის განვითარებისკენ იქნება მიმართული. 

„ახლა მთავარია, რომ ის დიდი პროექტები, რომელიც სამეგრელოში უნდა განხორციელებულიყო, არავითარ შემთხვევაში არ გაიყინოს და შეჩერდეს. რადგან ასეთი მშენებლობები რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს ქმნის მარტო ზუგდიდის მოსახლეობისთვის. შარშან ამ დროსაც კი ანაკლიას ბევრი დამსვენებელი სტუმრობდა, წელს კი პარალიზებულია, რადგან მშენებლობები შეფერხდა და გარეშემო მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდეს, რადგან მშენებლობას მოყვება ინვესტიციები და ახალი საწარმოები და სამუშაო ადგილები შეიქმნება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)