Google+

რელიზები

15.02.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ლატვიის პრეზიდენტს 2007-2011 წლებში ვალდის ზატლერსსა და ქალბატონ ლილიტა ზატლერესს საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა. ვალდის ზატლერსი კი, ქვეყნის პირველმა პირმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა, ვალდის ზატლერსს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს წინაშე, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საგარეო პოლიტიკაში შეტანილი წვლილით, ისე საქართველოს მეგობართა ჯგუფის გაძლიერების თვალსაზრისით. მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2008 წელს ზატლერსის პირადი ინიციატივა იყო ამ ჯგუფის ახალი ფორმატით ჩამოყალიბება, რომლის დახმარებით, ქვეყანა ურთულეს გამოწვევებს გაუმკლავდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საერთო ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე იგი კვლავაც რჩება საქართველოს ერთგულ მეგობრად.    

თავის მხრივ, ვალდის ზატლერსმა საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და სახელმწიფო ჯილდოს გადაცემისთვის, ქვეყნის პირველ პირს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხის ერთგული დარჩება. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)