Google+

რელიზები

25.02.2013
საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისარს საშინაო პოლიტიკის საქმეებში სესილია მალმსტრომს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკომისარ სესილია მალმსტრომს  შორის დღეს შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავრი თემა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი იყო. დიალოგის ფარგლებში, ევროკომისარმა საშიანო პოლიტიკის საქმეებში ქართულ მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და სესილია მალმსტრომმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და ჟურნალისტთა შეკითხვებსაც უპასუხეს. მედიის წარმომადგენელთა ინტერესის საგანი ვილნიუსის სამიტი იყო, კერძოდ, თუ რა მოლოდინი შეიძლება საქართველოს ამ სამიტზე ჰქონდეს.

ევროკომისარმა ყურადღება ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესები, რაც ამ სამიტამდე და მის შემდეგ წარიმართება. სესილია მალმსტრომის თქმით, ამჟამად მოლაპარაკება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე კვირაში ახალ ეტაპზე გადავა და ამ მიმართულებით ახალი ამოცანებიც დაისახება. როგორც მან აღნიშნა, ვილნიუისის სამიტის შედეგების განსაზღვრა, ნაადრევია, რადგან ეს მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, გააგრძელებს თუ არა მთავრობა რეფორმებს. სესილია მალმსტრომმა საქართველოს ამ გზაზე მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა, თუმცა დასძინა, რომ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მუშაობა, ვილნიუსის სამიტის შედეგებისთვის გადამწყვეტი იქნება.

შეკითხვას საქართველოს პრეზიდენტმაც უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ნელ-ნელა ახალი კარი იხსნება და იმისთვის, რომ ეს პროცესი  შეუქცევადი გახდეს, ქვეყანამ დემოკრატიული კურსი უნდა შეინარჩუნოს და პროგრესი უნდა განაგრძოს.     

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვილნიუსის სამიტამდე კარგ ფორმაში მივიდეთ. კარგი ფორმა ნიშნავს, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი მასმედია - არავინ არ შეეხოს ჩვენი დემოკრატიის ამ ორ ძირითად ფუნქციას,  პოლიტიკური პარტიები გარკვეულწილად თანამშრომლობდნენ და იყოს სტაბილურობა. ეს არის ჩვენი გზა ვილნიუსის სამიტისკენ. ევროპის გარდა სხვა გზა არ გვაქვს და ეს როგორც არასდროს გამოვლინდა დღეს თუნდაც ევროკომისრის ვიზიტის დროს. ჩვენთვის კიდევ ერთი, ახალი კარი იხსნება ევროპაში, იხსნება ნელ-ნელა. ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ ის აუცილებლად გაიხსნება და დღეს ამის მოწმე ვართ. ამით ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა ევროკომისარსა და თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა ვუთხრა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველ პირს შეკითხვები თბილისის მერის სასამართლო პროცესთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)