Google+

რელიზები

19.02.2013
მიხეილ სააკაშვილმა სერჟ სარგსიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტსა და სომხეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. მიხეილ სააკაშვილმა სერჟ სარგსიანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და მეორე ვადით არჩევა მიულოცა. ქვეყნის პირველმა პირმა სომეხ კოლეგას წარმატებები, სომეხ ხალხს კი კეთილდღეობა, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება უსურვა. პრეზიდენტებს შორის საუბარი საქართველოსა და სომხეთის მომავალ ურთიერთობასაც შეეხო. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)