Google+

რელიზები

22.04.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში ჩატარებული სარემონტო სამუშაოებით დაინტერესდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში ჩატარებული სარემონტო სამუშაოებით დაინტერესდა. განახლებული თეატრი, სადაც ძირითადი სარემონტო სამუშაობი უკევე დასრულებულია, ოქტომბრის თვეში გაისხნება. სამუშაოები ბიძინა ივანიშვილმა დაფინანსა. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში სამი- დიდი, მცირე და ექსპერიმენტული დარბაზი იქნება. მიხეილ სააკაშილმა აღნიშნა, რომ რობერტ სტურუა არის გენიოსი და იგი ამაყია იმით, რომ არის მისი ეპოქის საქართველოს ხელმძღვანელი. "ეს არის ადამიანი, ვინც ურთულეს პერიოდში გადაარჩინა ქართული თეატრი, როცა აქ არ იყო სინათლე, გათბობა და ხალხი დარბაზში პალტოებში იჯდა"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, " წელს თეატრის დაფინანსება ორჯერ, ხოლო ხელფასები კი, ხუთჯერ გაიზარდა"


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)