Google+

რელიზები

22.09.2005
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სამხრეთ ოსეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

ვგმობთ 20 სექტემბერს ცხინვალში მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგად 10 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები დაიჭრა.

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად გადაუდებელი ზომები მიიღოს, რაც ასევე იმ პირების პასუხისგებაში მიცემას ითვალისწინებს, რომლებსაც უდანაშაულო ხალხის მიმართ ყოვლად გაუმართლებელ ძალადობის აქტზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ამ საკითხზე ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვის მიზნით, 21 სექტემბერს საქართველოში აშშ-ს ელჩი ჯონ ტეფტი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებასთან და რეგიონის სტატუსის საქართველოს შემადგენლობაში გადაწყვეტასთან დაკავშირებით, სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ დაძაბულობის განმუხტვისა და კონფლიქტის მოგვარებისთვის ნიადაგის მომზადების მიზნით, თავშეკავება გამოიჩინოს და არსებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და თავი შეიკავოს თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ლიდერთა მხარდაჭერისაგან. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ არ დაუშვას კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის პროვოკაცია, რადგან ჩვენ საერთო ძალისხმევით სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე ვმუშაობთ.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მიზნით, სწრაფი ქმედებები განახორციელოს და არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, სათანადო ზომები მიიღოს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)