Google+

რელიზები

17.11.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქარელის რაიონს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქარელის რაიონის სოფელ აგარას ეწვია, სადაც ვაშლის გადამამუშავებელ საწარმო და შაქრის ქარხანა დაათვალიერა. აგარაში პრეზიდენტმა მცირე ბიზნესის განვითარების საკითხებზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის მსგავსი საწარმოების განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. "ჩვენი ქვეყნის პროდუქციის გადამუშავება ადგილზეა შესაძლებელი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, გოჩა ზასოხოვი, რომელმაც ქარხანა იტალიელ პარტნიორებთან ერთად გახსნა, ჩვენი ქვეყნის გმირია. ქარხნის დირექტორს ანატოლი ისჩენკოს კი, საქართველოს მოქალაქის პასპორტს გადაცემას დაპირდა.

მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)