Google+

რელიზები

09.01.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალ მწვრთნელს კლაუს ტოპმიოლერს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალ მწვრთნელს კლაუს ტოპმიოლერს შეხვდა. პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანელი მწვრთნელი ქართული მხარის შეთავაზებას დათანხმდა. საუბრისას, მიხეილ სააკაშვილი მას ხელშეწყობას დაპირდა და კლაუს ტოპმიოლერს სიმბოლურად ბურთი აჩუქა.

"თქვენ ყველა შესაძლებლობა გაქვთ, რომ თავი გამოიჩინოთ. ჩვენ წელს მინი ფეხბურთის სათამაშო 300 ახალ მოედანს, ხოლო დიდი ფეხბურთისთვის რამდენიმე ათეულ მოედანს ვაშენებთ", - აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.

კლაუს ტოპმიოლერი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი 2 წლის განმავლობაში იქნება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)