Google+

რელიზები

28.03.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წარმატებული საწარმოები „ავერსი და ოფთალმიჯი“ დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა ლილოს დასახლებაში განთავსებული ფარმაცევტული „ავერსის" ქარხანა დაათვალიერა. წარმატებულ საწარმოს მნიშვნელობაზე მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა.

"ჩემთვის ყველა ასეთი დღე, როცა ახალ წარმოებას ვათვალიერებ, ბედნიერია. მინდა 365 დღე იყოს ასეთივე, თუმცა ეს შეუძლებელია. აქ შეიქმნა 100 კვალიფიციური სამუშაო ადგილი, თუმცა ეს არ არის მარტო კედლები და აპარატურა, ეს არის ადგილი, სადაც მუშაობენ კვალიფიციური თანამშრომლები, რომლებმაც ტრენინგები საზღვარგარეთ გაიარეს", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მთავრობა ამ ეტაპზე მუშაობს საბაჟო კოდექსის ცვლილებებზე, რაც თანამედროვე აპარატურის ქვეყანაში შემოტანის პროცედურას გაამარტივებს და მათ იმპორტს გადასახადებისაგან გაათავისუფლებს.

მიხეილ სააკაშვილმა წარმატებული საწარმოს ფორმულაც დაასახელა.

"თავისუფლება პლიუს ინფრასტრუქტურა პლიუს ცოდნა წარმოშობს ასეთ საწარმოებს," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა თვალის კლინიკა "ოფთალმიჯის" მოძრავი დანადგარი მოინახულა, რომლის მეშვეობითაც მედიკოსები ქვეყნის ტერიტორიაზე უფასო გამოკვლევებს ატარებენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)