Google+

რელიზები

31.03.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომში გამართულ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა ყურადღება რუსეთში ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვის თაობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ რუსეთმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, მეზობელმა ქვეყანამ საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ბერკეტები აამოქმედა. მიხეილ სააკაშვილი ევროპის ბაზარზე ქართული ღვინის გასატანად ახალ კამპანიას იწყებს.

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართული ღვინო ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ სწრაფვის გამო დაისაჯა. აქედან გამომდინარე, მსურს აღვნიშნო, რომ ქართული ღვინო "თავისუფალია" და მისი გასინჯვა ყველას შეუძლია. ჩვენი წარმატება თქვენი წარმატებაა. საქართველო იდეოლოგიური ბლოკის პატიმარი აღარ არის. ჩვენი არჩევანი 2003 წელს ვარდების რევოლუციის დროს გავაკეთეთ. ახლა საქართველოს მთავარი მიზანი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება და რეფორმების განხორციელებაა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)